Friday 24 October 2008

30-ე სკოლის გუნდი “ქარიშხალა“

Gearn ქართულისა და „ირმის ნახტომის„ ერთობლივი ტრენინგის ფარგლებში შემუშავებულმა საცდელმა და Gearn ქართულის პროექტებმა 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
სკოლაში ჩამოყალიბდა მოსწავლეთა ოთხი გუნდი, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე მიმართულბით.
თვალნათელია, რომ პროექტზე მუშაობა ცოდნის შეძენა-გაღრმავებასთან ერთად მოსწავლეთა და მასწავლებელთა შორის თანამშრომლობით ურთიერთობას აყალიბებს.
X კლასის მოსწავლეებმა__ ნონო ენდელაძე, მარიამ პაიჭაძე, ცოტნე შენგელია, გურამ ერემეიშვილი __ ჩამოაყალიბეს გუნდი “ქარიშხალა“.
“მე ვიკვლევ“ სტრატეგიის გამოყენებით, პროექტის თემის ირგვლივ ჩამოყალიბებული კითხვებით განვსაზღვრეთ კონკრეტული საკვლევი საკითხები. მოსწავლეებმა ამ საკითხებთან დაკავშირებით სავარაუდო პასუხებიც დააფიქსირეს. გუნდის წევრებმა ორგანიზატორული მიდგომა გამოიჩინეს კვლევითი გეგმის განხორციელებისთვის საჭირო თითოეული ნაბიჯისა და განსაზღვრული ვადების აღწერისას.
კვლევის ამ ეტაპზე მოსწავლეები გულმოდგინედ აანალიზებენ და აჯერებენ ინფორმაციას.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ტექსტის სტრუქტურიზაციამ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ პროექტის ფასილიტატორს ქალბატონ ლელა აბაშიძის მითითებები.
ვგეგმავთ შეხვედრა-ინტერვიუს ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორ ქალბატონ ირმა რატიანთან და ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორ რისმაგ გორდეზიანთან.
ჩვენი გუნდის კვლევითი მუშაობა გრძელდება, დამატებითი ინფორმაციები პერიოდულად განთავსდება ჩვენს ბლოგზე.

ფსევდონიმის შესახებ

გუნდის წევრებმა განსაზღვრეს კონკრეტული, მათთვის საინტერესო კითხვები სავარაუდო პასუხებით.
“მე ვიკვლევ“ სტრატეგიის გამოყენებისას შემოქმედებითი ეტაპი ჰიპოთეზების ჩამოყალიბება და შემდგომ გამოკვლეულ პასუხებთან შეჯერება აღმოჩნდა.

ფსევდონიმის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობა

მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაული, რომ ფსევდონიმი არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს “სამუდამოს“.
მითითებულ ლიტერატურაში, კერძოდ, საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიასა და უცხო სიტყავთა ლექსიკონში, მოძიებული მასალის მიხედვით, გაირკვა, ფსევდონიმი , მართლაც, ბერძნული სიტყვაა, მაგრამ ნიშნავს “ცრუ სახელს„ __ pseudos __ ცრუ, onima__ სახელი.


პირველი ფსევდონიმი დროსა და სივრცეში

გამოითქვა ვარაუდი, რომ პირველად ფსევდონიმს, უთუოდ, ბერძენი ფილოსოფოსი გამოიყენებდა.
ამ ეტაპზე კვლევა დაუსრულებელია.
ვგეგმავთ შეხვედრა-ინტერვიუს პროფესორ რისმაგ გორდეზიანთან.


ყველაზე მეტი ფსევდონიმი


ჩამოყალიბებული ვარაუდი ხელოვნებასა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე ადამიანებს გულისხმობდა.
საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიაზე დაყრდნობით მოძიებულმა ინფორმაციამ, ცხადყო რომ, ლენინს__ საბჭოთა ბელადს 160 ფსევდონიმი ჰქონდა, ხოლო ვოლტერს __ ფრანგ მწერალსა და ფილოსოფოსს __ 150.


ერთი ფსევდონიმის ქვეშ __ რამდენიმე ადამიანი


ჰიპითეზა გულისხმობდა, რომ ასეთი რამ დაუშვებელია, ფსევდონიმში მხოლოდ ერთი პიროვნების მოაზრებაა შესაძლებელი.
მითითებულ საძიებო სისტემისა “www.google.ge" , "www.ka. wikipedia.org." გამოყენებისას აღმოჩნდა ინფორმაცია ფრანგ მათემატიკოსთა ცხრაწევრიან ჯგუფზე ფსევდონიმით “ნიკოლა ბურბაკი“.

ფსევდონიმის გამოყენების მიზანი

გამოკვლეული მასალის ფონზე მოსწავლეთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამოუცნობი სახელის შეცვლისა და ფსევდონიმის გამოყენების მიზანი აღმოჩნდა.
ვარაუდების შეჯერების შედეგად ჩამოყალიბდა ერთი ძირითადი __ ფსევდონიმი ნამდვილ სახელსა და გვართან შედარებით კეთილხმოვანია.
ვარაუდის სიზუსტეში დასარწმუნებლად მოსწავლეებმა გამოიყენეს დიდი სამაგიდო ენციკლოპედია “ყველაფერი ყველაფერზე“, საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედია და ელექტრონული საძიებო სისტემები. კვლევა გრძელდება.


ნიკოლა ბურბაკი

ბიოგრაფია

1997 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა პიერ კარტიემ გამოაქვეყნა სტატია „ნიკოლა ბურბაკის ცხოვრება და გარდაცვალება“(ჟურნალი "The Mathematikal intelligencer", v. 20, №1, 1998, , გვ.22-28).
ამ პერიოდისთვის უკვე გარკვეული იყო, რომ მეცნიერი ნიკოლა ბურბაკი, საერთოდ არ არსებობდა, მათემატიკოსი ნ. ბურბაკი __ ფიქციას წარმოადგენდა, რომლის გარშემოც უამრავი ლეგენდა და ჭორი იყრიდა თავს.
1935 წელს ახალგაზრდა ფრანგმა მათემატიკოსებმა ანდრე ვეილის, ჟან დელსარტის, ჟან დოდონეს, ანრი კარტანისა და კლოდ შევალიეს ლიდერობით ჩამოაყალიბეს საიდუმლო ორგანიზაცია. ისინი უკმაყოფილო იყვნენ საფრანგეთის სკოლებსა და უნივერსიტეტებში მათემატიკის სასწავლო კურსისა. მათი საქმიანობა მიმართული იყო სასწავლოკურსის რეორგანიზაციისაკენ.
ფსევდონიმი “ნიკოლა ბურბაკის“ შერჩევაში გამოიხატებოდა მათი ირონიული განწყობა- დამოკიდებულება.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ფსევდონიმის არჩევანი განაპირობა გენერალ ნ. ბურბაკის პომპეზურმა ქანდაკებამ. ეს ქანდაკება იდგა იმ კაფეს წინ, სადაც მათემატიკოსები იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ გამოსაცემი წიგნების შესახებ.

შემოქმედება

ნ.ბურბაკის ფსევდონიმით გამოდიოდა სხვადასხვა მათემატიკური ტრაქტატები და წიგნები მიმართული მათემატიკის სწავლების განახლებისაკენ. ეკუთვნით მნიშვნელოვანი გამოცემები.
მათი ტრაქტატების მიმართ, გარკვეულ ეტაპზე კრიტიკულად იყვნენ განწყობილი საბჭოთა კავშირსა და ამერიკაში.

საინტერესო ეპიზოდები

50-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში გამოიცა მათემატიკური ენციკლოპედია, რომლის გამოცემაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ამერიკელმა მეცნიერმა ჰაროლდ ბოასმა. მან დაწერა სტატია “ნიკოლა ბურბაკი“ , სადაც ეწერა:
“ნ.ბურბაკი __ კოლექტიური ფსევდონიმი ახალგაზრდა ფრანგი მათემატიკოსებისა, რომლებიც დაკავბული არიან საგამომცემლობო საქმიანობით...“
რამდენიმე თვის შემდეგ ჰ. ბოასმა სარეფერატო ჟურნალში მიიღო რეცენზია თავის ნაშრომზე__ “ჰ. ბოასი __ კოლექტიური ფსევდონიმი ახალგაზრდა ამერიკელი მათემატიკოსებისა, რომლებიც დაკავებული არიან საგამომცემლობო საქმიანობით,..., რეცენზიის ბოლოს იყო ხელმოწერა “ნ.ბურბაკი (ნანკას უნივერსიტეტი)“.


მარლეი დიტრიხი

ბიოგრაფია
დაიბადა ბერლინ _ შონებერგში გერმანია, ლუის ერიხ ოტო დიტრიხ და ვილჰემინა ელიზაბეთ ჯოზეფინ ფელსინგის ოჯახში. 1921 წელს მაქს რაინჰარდტის სამსახიობო სკოლაში შესვლამდე ვიოლინოზე უკრავდა, ორ წელიწადში კი მარლენის კინო დებიუტი შედგა (თუმცა ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ის 1919 წლის გერმანულ ფილმში მესამეხარისხოვან როლშიც გამოჩნდა). თავდაპირველად მხოლოდ გერმანულ ფილმებში თამაშობდა (ამავე დროს, კაბარეებსა და თეატრებში მღეროდა), 1930 წელს კი ფილმში „ცისფერი ანგელოზი“ (რეჟისორი იოზეფ ფონ შტერნბერგი) მთავარ როლს ასრულებს.

ჰოლივუდი
შემდეგ დიტრიხი ჰოლივუდში მიემგზავრება კინოფილმ „მაროკო“- ში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მისი ერთადერთი „ოსკარის“ ნომინაცია გახდა. კინოს ისტორიაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ფონ შტერნბერგის ფილმებში შესრულებული როლები იყო ადრეულ 1930-იან წლებში. ეს ფილმებია „იმპერატორი სკარლეტი“ და „შანხაის ექსპრესი“, სადაც ის საბედისწერო ქალების როლებს ასრულებს. მის კინონამუშევართაგან საგულისხმოა ფილმებში“ დესტრი ისევ ცხენზეა ამხედრებული“, „საგარეო საქმეები“, „ბრალდების მოწმე“, „ეშმაკის შეხება“ და „ნიურნბერგის პროცესი“ განსხვავებული როლები.

მომღერალი
დიტრიხი მის რამდენიმე ფილმში თავად მღერის (მათ შორის ყველაზე ცნობილია ფონ შტერნბერგის ფილმში „ცისფერი ანგელოზი“ სიმღერა „Ich bin von Kopt bis Fuss auf Liebe eingestellt", რომელიც დიტრიხმა გერმანიაში ჩაწერა 1920-იან წლებში). კინოკარიერაში წარუმატებლობის გამო, შემდგომში უფრო მომღერლის კარიერითაა დაკავებული და ხმისჩამწერ სტუდიებთან Decca, Elektrola, EMI, და Columbia რამდენიმე დისკს უშვებს. მისი გამორჩეული ხმის იმიტაციას შემდგომში მრავალი მსახიობი ეცადა, მათ შორის ლოტე ლენია, სიმღერაში „ლიდერი“, ბრიტანულ ტრიოში „Fascinating Aida". იგივე გაიმეორა მედლინ კანმა მელ ბრუკსის კლასიკურ კომედიაში „ელვარე უნაგირები“.


მეორე მსოფლიო ომი
1937 წელს სამსახიობო კარიერის ჩავარდნის პერიოდში დიტრიოხი ამერიკის მოქალაქეობას იღებს. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვის შემდეგ დიტრიხი ერთ-ერთი პირველი ჰოლივუდელი იყო, რომელიც ომის საფონდო აქციების შეგროვების პროპაგანდას ჰკიდებს ხელს. დიტრიხი ცნობილი იყო მისი მტკიცე პოლიტიკური პოზიციებით და შესაბამი პოლიტიკური გამჭრიახობით. ის შეურიგებელი ანტი-ნაცისტი იყო და იმ დროინდელი გერმანიის ანტისემიტურ პოლიტიკას გმობდა. ამ დროს ჩაწერა მან რამდენიმე ანტი-ნაცისტური სიმღერა გერმანულად ოსს-თვის, მათ შორის „ლილი მარლენი“, თვალსაჩინო ნიმუში სიმღერისა, რომლის მოტივი ომის ხაზგასმული სიძულვილია. ამავე დროს ის მონაწილეობს მუზიკლებში ჯარისკაცების გასართობად. ის მოკავშირეთა ჯარებისთვის ფრონტის წინა ხაზზე ალჟირსა და გერმანიაში მღეროდა.


პირადი ცხოვრება
პროფესიული წარმატების მიუხედავად, რომლის ყოველი ნაბიჯი გულდასმით იგეგმებოდა, დიტრიხის პირადი ცხოვრება საზოგადოების თვალის მიღმა რჩებოდა. მან ერთხელ იქორწინა რეჟისორის ასისტენტ რუდოლფ სიბერზე - კათოლიკე, რომელიც შემდგომში „პარამაუნტ ფიქჩერზის“ დირექტორი გახდა საფრანგეთში. მისი ერთადერთი ქალიშვილი, მარია სიბერი (გათხოვების შემდეგ - მარია რივა), 1924 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. როცა მარია რივას ვაჟი ეყოლა 1948 წელს, დიტრიხს „მსოფლიოს ყველაზე თვალისმომჭრელი ბებია“ შეარქვეს. მსახიობის ცხოვრების უდიდესი სიყვარული კი მაინც ფრანგი მსახიობი და ომის გმირი ჟან გაბენი იყო.

დიტრიხს რამდენიმე ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ქალებთანაც: მწერალი და პოეტი მერსედეს დე აკოსტა, მსახიობები კლოდეტ კოლბერი, მეი უესტი, ჯოან კროუფორდი და გრეტა გარბო სხვადასხვა დროს მისი საყვარლები იყვნენ. ამის მიუხედავად, მისთვის მეფური ანაზღაურება შეუთავაზებიათ გერმანიაში დაბრუნებისთვის, სამშობლოში უდიდესი პოპულარობისა და ჰიტლერის განსაკუთრებული მოწადინების გამო, რაზეც დიტრიხს უარი განუცხადებია. მას სხვათა შორის უხსენებია, რომ გერმანიაში დაბრუნდებოდა თუ მის ერთ-ერთ ებრაელ მეგობარს (შესაძლოა მაქს რაინჰარდტს) მასთან ერთად უკან დაბრუნების ნებას დართავდნენ.


ტერენტი გრანელი (კვირკველია)

დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს წალენჯიხაში. მისი ნამდვილი გვარია კვირკველია. არსებობს სამი ვარაუდი, თუ რატომ აიღო ფსევდონიმად „გრანელი“. პირველი _ „გრანუმ“ ლათინურად მარცვალს ნიშნავს. ესე იგი, მეც პატარა მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილაკი ვარო; მეორე _ ვიღაც მსახიობი ქალის, გვარად გრანელის თაყვანისცემის ნიშნად დაირქვაო; მესამე
_ უბრალოდ მოეწონაო კეთილხმოვანი გვარი იტალიელი დირიჟორის გრანელისა, რომელიც 1918-1919 წლებში თბილისის ოპერაში მოღვაწეობდა.
არც ერთი სასწავლებელი არ დაუმთავრებია, თუმცა საფუძვლიანი ცოდნა შეიძინა განთქმული წალენჯიხელი მწიგნობრის, იაკობ შანავას ბიბლიოთეკაში.
ოცი წლის იყო, თბილისში რომ ჩამოვიდა. მუშაობდა რკინიგზაზე ვაგონების გადამბმელად, კონდუქტორად, გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციის შიკრიკად, მაგრამ სამუშაოს გულს ვერ უდებდა, ქუჩა-ქუჩა ხეტიალი ერჩივნა. სრულიად უსახსრო და უსახლკარო იყო. ზაფხულის ღამეებს სასაფლაოებსა და ეკლესიების სამრეკლოებზე ათევდა, ზამთრობით მეგობრებსა და ახლობლებს ეხიზნებოდა. თავს ყველგან ზედმეტად და უცხოდ გრძნობდა, მხოლოდ პოეზია იყო მისთვის სულის მოთქმა და ცხონება. პოეზიით სუნთქავდა, პოეზიით არსებობდა; რასაც შეეხებოდა, ყველაფერს ლექსად აქცევდა.
სიცოცხლეში სამი წიგნი გამოსცა: „სულიდან საფლავები“ (1922 წ). Memento mori" (1924) და „ლექსების მესამე წიგნი“ (1926).
სიცოცხლის უკანასკნელი წლები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. გარდაიცვალა 1934 წლის 10 ოქტომბერს თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში. დაკრძალული იყო პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, საიდანაც 1987 წლის 20 დეკემბერს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.



უიარაღო
(კონდრატე თათარაშვილი)

დაიბადა 1872 წლის 2 სექტემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ აბასთუმანში. მისი წინაპარი სამეგრელოს მთავრის, მანუჩარ დადიანის ცოლს, ნესტან-დარეჯანს, მზითვად მოჰყოლია კახეთიდან. სამეგრელოს მთავრების კარზე თათარაშვილები მიღებული გვარი იყო. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ კონდრატე თვით სამეგრელოს უკანასკნელი დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის ნათლული იყო.
შვიდი წლისა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. 1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, აქედან კიევის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა, მისი დამთავრების შემდეგ, 1896 წლს, მღვდლად ეკურთხა სოფელ კიცხის ეკლესიაში. 1906 წელს ანაფორა გაიხადა და ბელგიაში, ბრიუსელის უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად. 1921 წლიდან თბილისში ცხოვრობდა. იყო გეოლოგიისა და მინერალოგიის დოქტორი, მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის კაბინეტის გამგედ. გარდაიცვალა 1929 წლის 9 მაისს. კონდრატე თათარაშვილს ეკუთნის მოთხრობა „მამლუკი“ რომლის მიხედვითაც გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი „მამლუქი“.
მისი სიყრმის მეგობარი იპოლიტე ვართაგავა იხსენებდა, თავიდანვე უცნაურობები სჩვევია. უკვე შეღერებული ყმაწვილი ჯოხის ცხენს დააჭენებდა, მღვდელი იყო და სოფლის ბიჭბუჭებთან თამაშობდა, ანაფორას აიკეცავდა და ბურთაობდა, ბუქნაობდა, ფერხულში ებმებოდა, გლეხებთან ერთად წარმართულ ადათ-წესებს ასრულებდა. ამასობაში თურმე ცხოვრებას სწავლობდა, გამოცდილებას აგროვებდა, უბის წიგნაკში იწერდა ხალხში გაგონილ ფრთიან სიტყვებს, გამოთქმებს, ანდაზებს, გამოცანებს, აფორიზმებს.
ალალი ადამიანი იყო, უსამართლობას ვერ ეგუებოდა. 1906 წელს თვრამეტ სასულიერო პირთან ერთად ხელი მოაწერა სიკვდილმისჯილი ჯარისკაცების შეწყალების თხოვნას, მაგრამ საქმეში ჩაერივნენ პოლიცია, ჟანდამერია, საქართველოს ეგზარქოსი და ყველას ბოდიში მოახდევინეს მამა კონდრატეს გარდა, _ არც მუქარამ გაჭრა, არც დაყვავებამ. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მე თვითონ ვქადაგებ, არა კაც ჰკლაო და კაცის დახვრეტას როგორ გავუჩუმდებიო. გადაემტერნენ, არ მოასვენეს, დაუწყეს დევნა-შევიწროება. ბევრი აღარ უფიქრია, მივიდა დალაქთან, გააპარსინა თმა-წვერი, გაახვია ანაფორაში და ეგზარქოსს გაუგზავნა. ამ დროს დაიბადა ფსევდონიმი „უიარაღო“, ესე იგი, ეკლესიიდან წასვლით რელიგიური იარაღი დაყარა, უიარაღო გახდა.